გამოწვევა ასაკთან ნებისმიერ ასაკში
მიეცი შენს თავს შანსი, რომ გამოიყურებოდე ახალგაზრდულად
გარდაუვალია შენმა კანმა ასაკის მომატებასთან ერთად გარკვეული ცვლილებები არ განიცადოს. მაგრამ ცუდ განწყობას ნუ მიეცემი, მომავალი ისეთი პროდუქტების ხელშია, რომელთა დახმარებით დღეს უკვე მარტივად არის შესაძლებელი ერთი ნაბიჯით გაუსწრო დაბერების პროცესს.

როდესაც ხარ ასაკით 30+ ...

შენ კვლავინდებურად მომხიბვლელად გამოიყურები, თუმცა, თავს იჩენს უკვე ასაკის გამომხატველი ნიშნები. აღნიშნულის პოზიტიური მხარე კი იმაში მდგომარეობს, რომ ეს არის ასაკი, როდესაც ყველაზე მარტივად არის შესაძლებელი ასაკთან ბრძოლის დაწყება, რადგან საფუძველს ჩაუყრი მყარ ფუნდამენტს მშვენიერი მომავლის შესაქმნელად. იმ შემთხვევაში თუ ამ დრომდე აქტიურად სარგებლობდი წყლითა და საპნით, ახლა ის დროა დაიწყო დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება, რათა მაქსიმალურად იქნას შევსებული ტენიანობის დეფიციტი. ასაკის პირველი ინდიკატორები:
  • ასაკობრივი ხაზები, განსაკუთრებით თვალისა და ტუჩის გარშემო, რადგან იწურება კოლაგენისა და ელასტინის მარაგები.
  • უფრო თხელი და/ან შეშუპებული კანი თვალის გარშემო ან მუქი ლაქები.
  • გადიდებული ფორები და ზოგიერთ ადგილზე შესამჩნევად გაუხეშებული კანი.
  • ფერმკრთალი ფერი და ყავისფერი პიგმენტაცია, დამოკიდებულია იმაზე თუ რა დროს ატარებ მზეზე.

გირჩევთ:

ANEW REJUVENATE კანის აღმდგენი 2 კვირიანი გამწმენდი და დამატენიანებელი კრემების ნაკრები დილისა და ღამის პროცედურებისთვის. აღნიშნული პროდუქტის რეგულარულად სარგებლობის შემთხვევაში, უმჯობესდება კანის სტრუქტურა, მცირდება ასაკობრივი ხაზების ვიზუალური მხარე, ხოლო ფორები შევიწროებას იწყებს.

როდესაც ხარ ასაკით 40+...

აღნიშნულ ეტაპზე 30–იან წლებში გამოვლენილი ასაკობრივი ნიშნები უფრო მკვეთრად იჩენს თავს, თუმცა, რასაკვირველია, ამ შემთხვევაშიც არსებობს გამოსავალი. თანმხლები პროცესები:
  • წარმოიშობა ხაზები ტუჩისა და თვალების გარშემო, ხოლო შუბლზე ჩნდება ჰორიზონტალური ნაოჭები.
  • დაჭიმულობის ხარისხის დაქვეითება კანის გათხელების გამო, რადგან შემცირებულია როგორც კოლაგენისა და ელასტინის, ისე 30–იან წლებთან შედარებით დატენიანების დონე.
  • თვალების ქვეშ მუქი ლაქები უფრო მკვეთრი ხდება.
  • შესამჩნევად გამომშრალი კანი.

გირჩევთ:

ANEW REJUVENATE კანის აღმდგენი 2 კვირიანი გამწმენდი და დამატენიანებელი კრემების ნაკრები დილისა და ღამის პროცედურებისთვის. აღნიშნული პროდუქტის რეგულარულად სარგებლობის შემთხვევაში, უმჯობესდება კანის სტრუქტურა, მცირდება ასაკობრივი ხაზების ვიზუალური მხარე, ხოლო ფორები შევიწროებას იწყებს.

როდესაც ხარ ასაკით 50+...

აღნიშნულ ეტაპზე ასაკობრივი ნიშნები უკვე შესამჩნევი ხდება, განსაკუთრებით კი ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია მენოპაუზის ფაქტორი. თანმხლები პროცესები:
  • კანის ელასტიურობის შემცირება
  • უჯრედების ნაკლები ინტენსივობით მუშაობა და ზოგადად უფრო გამომშრალი სახის კანი.
  • უფრო ღრმა ნაოჭები და ასაკობრივი ხაზები. დამატებით, უკვე რთულია მიმიკის ნაოჭების გაქრობა. ხაზები ასევე შესაძლოა გაფართოვდეს და გაღრმავდეს შენს ნიკაპზე, ლოყებსა და შუბლზე.
  • მოდუნებული კანი ელასტინისა და კოლაგენის მარაგების შემცირების გამო და ჩაღრმავებული ადგილების წარმოქმნა ლოყებზე და თვალების ქვეშ.

გირჩევთ:

აღმდგენი ღამის კრემი ANEW ULTIMATE ინტენსიურად ატენიანებს კანს მთელი ღამის განმავლობაში ქსოვილების აღსადგენად და გასაჯანსაღებლად. უნიკალური ფორმულა Pro-Sirtuin TX–ის ტექნოლოგიასთან ერთად, აუმჯობესებს კანის ბუნებრივ მოცულობას, ნაკლებად შესამჩნევს ხდის მუქ ლაქებს და ამასთან ამცირებს ასაკობრივი ხაზებისა და ნაოჭების ვიზუალურ მხარეს.

როდესაც ხარ ასაკით 60+...

ამ ასაკში კანთან დაკავშირებული ყველა სახის ასაკობრივი პრობლემა მეტი სიმკვეთრით იჩენს თავს. თანმხლები პროცესები:
  • შენს სახეზე არსებული ასაკობრივი ხაზები უკვე ნაკეცებად ფორმირდება.
  • ტენიანობის ბალანსის შენარჩუნება შენთვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს.
  • მოდუნებული კანის მდგომარეობის გაუარესება, რის შედეგადაც იკარგება სახისა და თვალის კონტურები. კანი შესაძლოა განსაკუთრებით მოეშვას ყბის ხაზის გასწვრივ და ყელზე ან შესაძლოა ღრმულები გაღრმავდეს ლოყებზე და თვალის ქვეშ.
  • გამუქებული და გამრავლებული ასაკობრივი ლაქები პიგმენტაციის აქტიური პროცესის გამო.

გირჩევთ:

ANEW PLATINUM-ის ახალი ხაზი, რომელშიც ასევე შედის ANEW PLATINUM-ის შრატი ახალგაზრდული კონტურების აღსადგენად, ღრმა ნაოჭების შემცირებისა და მოშვებულ სახის კანზე დამატებითი სიმკვრივის მინიჭების გზით. Avon-ის მიერ დაპატენტებული ტექნოლოგია Paxillium ფორმულირებულია კანის ძირითადი პროტეინის - პაქსილინის დონის გასაზრდელად, რათა კომპლექსურად აღდგეს კანის ახალგაზრდული უჯრედების სინქრონულად მოქმედების ხარისხი. კანის განსაკუთრებული სიმშრალის შემთხვევაში სცადე ტურმალინის ემულსია ANEW PLATINUM, რომელიც ეფექტურად აღადგენს ტენიანობის ბალანსს.


რეკომენდებული და არარეკომენდებული პროცედურები სახის კანის მოვლის კონტექსტში
რჩევა ჩვენი ექსპერტისგან - დოქტორ შერილ კარჩერისგან
საჭიროა თუ არა ვატაროთ მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი კრემი ან ლოსიონი დღის განმავლობაში მოღრუბლული ამინდის პირობებში? რამდენად რეკომენდებულია ყოველდღიურად კანის აქერცვლა ან ღამით სხვადასხვა დამატენიანებელი საშუალებებით სარგებლობა? დოქტორი შერილ კარჩერი ამომწურავ პასუხებს გვთავაზობს ყველა ჩამოთვლილ კითხვაზე, უფრო მეტიც, ეს უკანასკნელი დასძენს, რომ სრულებით არაა რთული მოწესრიგებული სახის კანის ყოველდღიური მოვლა. მართლაც, იმისათვის, რომ ხანგრძლივად შევინარჩუნოთ ჯანსაღი და ახალგაზრდული იერი, საჭიროა შემდეგი მარტივი ელემენტების დაცვა: დაცვა, აღდგენა და განახლება.

რეკომენდებული და არარეკომენდებული პროცედურები დღის განმავლობაში
აღნიშნულ კონტექსტში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია დღის განმავლობაში სახის კანის დაცვა. ქვემოთ მოცემულია რჩევები თუ როგორც დავიცვათ მაქსიმალურად ჩვენი კანი.

რეკომენდებულია: მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი კრემი
ისარგებლე მზისგან დამცავი მინიმუმ 30 კოეფიციენტის მქონე საშუალებით (SPF), რადგან, როგორც დოქტორი კარჩერი აცხადებს, იგი უზრუნველყოფს მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვას. B კლასის ულტრაიისფერი სხივები იწვევს დამწვრობასა და კანის კიბოს, ხოლო A კლასის ულტრაიისფერი სხივები კანის გაურჯვასთან ერთად მკვეთრად აბერებს მას (ასევე არის კანის კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი). რაც უფრო მეტია შენი მზისგან დამცავი კრემის კოეფიციენტი, მით მაღალია ზემოთ მოცემული ორივე კლასის ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის ხარისხი და გარანტია. უბრალოდ მზისგან დამცავი კრემი ან ლოსიონი არ გიცავს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან, ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად მოვერიდოთ მზეს. თუ ეს უბრალოდ შეუძლებელია, შეეცადე ატარო ქუდი ან სხვა დამცავი საშუალებები.

არაა რეკომენდებული: მიენდო მზეს როგორც D ვიტამინის წყაროს
მაქსიმალურად მოვერიდოთ მზეს - ეს არის საუკეთესო გზა, რომ თავიდან ავიცილოთ კანის დაბერება, როგორც დოქტორი კარჩერი ამბობს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ნებისმიერ აფთიაქში შეიძლება შევიძინოთ ჩვენი კანისთვის ყოველდღიურად აუცილებელი D ვიტამინის საჭირო დოზა, სულაც არაა საჭირო მზეს მივეფიცხოთ ამ მკვებავი ვიტამინის მისაღებად. „დაბერება წონის მომატებას შეიძლება შევადაროთ - პრევენციისთვის უმოკლესი გზა არის ის, რომ უბრალოდ შევაჩეროთ წონის მომატება“. აღნიშნული კი გულისხმობს მზის ულტარიისფერი სხივებისგან დამცავი კრემებით სარგებლობასა და მზეზე ხანგრძლივად ყოფნის თავიდან არიდებას.

რეკომენდებულია: დაიცავი თვალები
ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი სათვალე დაიცავს შენს სახესა და თვალებს. სათვალით სარგებლობა ასევე თავიდან აგაცილების თვალების დაძაბვას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ნაოჭების წარმოშობას.

არაა რეკომენდებული: კანის გამოშრობა
იმ შემთხვევაში თუ დღის განმავლობაში დიდი ოდენობით იღებ ყავას, ჩაისა და ალკოჰოლს, აუცილებლად მიიღე წყალი, რადგან აღნიშნული სითხეები ითვლება დიურეტიკებად, რაც შესაბამისად იწვევს ორგანიზმის გამოშრობას. როგორც დოქტორი კარჩერი აცხადებს, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს დღის განმავლობაში წყლის გარკვეული დოზის მიღებას.

ღამე - რას გირჩევთ და რას არ გირჩევთ
დოქტორ კარჩერის თეორიის მიხედვით, ღამით კანის მოვლის სტანდარტული პროცედურების მთავარი მიზანი უნდა იყოს კანის აღდგენა და განახლება. ქვემოთ წარმოდგენილია ორი უმარტივესი რჩევა თუ როგორ შევინარჩუნოთ სილამაზე და რას მივმართოთ დაწოლის წინ.

რეკომენდებულია: ანტიოქსიდანტების გამოყენება
თავისუფალი რადიკალები არის მავნე ნივთიერებები, რომლებიც აზიანებს კანის უჯრედებს. ანტიოქსიდანტები, როგორიც არის: ბროწეული, რესვერატროლი, C და E ვიტამინები ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების გაქრობას ან მათი მოქმედების დონის მნიშვნელოვნად შეზღუდვას. კანის მოვლის უამრავი პროდუქტი შეიცავს ანტიოქსიდანტებს.

არაა რეკომენდებული: მზისგან დამცავი კრემების სახეზე ღამით დატანა
საოცარია, მაგრამ კოსმეტიკურ ბაზარზე შეხვდებით ღამის კრემებსა თუ ლოსიონებს, რომლებიც შეიცავს SPF-ს. დოქტორი კარჩერი ამბობს, რომ ღამით არანაირი აზრი აქვს მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი კრემებით სარგებლობას. იგი კეტავს ფორებს და ხელს უშლის კანის აღდგენის პროცესს.

რას გირჩევთ ნებისმიერ დროსა თუ ვითარებაში
მოვლილი კანი მიიღება მისი 24 საათიანი მოვლის შედეგად. საბედნიეროდ, ეს შესაძლებელია თუ პრაქტიკაში განახორციელებთ ჩვენს მიერ მოცემულ რეკომენდაციებს.

გირჩევთ: იყო თანმიმდევრული
შესაძლოა 4-დან 6 კვირამდე დროც კი იყოს საჭირო, რომ მიხვდე კანის მოვლის კონკრეტული პროდუქტი უხდება თუ არა შენს კანს. 1 კვირის შემდეგ ან რამდენიმე დღეში კრემების შეცვლა ვერ მოგიტანს ოპტიმალურ შედეგს. „რაც უფრო ხანგრძლივად სარგებლობ პროდუქტით, მით მეტი დრო არსებობს სასურველი შედეგის მისაღებად“ და ამასთან დოქტორი კარჩერი დასძენს, რომ მცდარია მითი იმის შესახებ, რომ ასეთ შემთხვევაში კანი ეჩვევა პროდუქტს. „საბოლოო შედეგი იქნება მაინც იმგვარი, როგორიც უნდა იყოს!“"

არაა რეკომენდებული: კანის გამოშრობა
გამომშრალი კანის პირობებში იგი მალე ბერდება და ამასთან თავისუფლად შეიძლება გახდეს თავისუფალი რადიკალების მსხვერპლი. დოქტორი კარჩერი გვირჩევს რეგულარულად ვისარგებლოთ დამატენიანებელი საშუალებებით, რათა ჩვენი კანი იყოს მუდამ დატენიანებული და დაცული.

რეკომენდებულია: მოწევისთვის თავის დანებება
ამერიკელი დერმატოლოგების აკადემია გვაფრთხილებს, რომ თამბაქოსადმი დამოკიდებულების შემთხვევაში, ჩვენი კანი იღებს უამრავ ტოქსინს, რაც თავის მხრივ აჩქარებს კანის დაბერებას. ნიკოტინი იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას კანის ზედაპირულ ქსოვილებში, რაც კანს ართმევს მკვებავ ნივთიერებებსა და ჟანგბადს. თამბაქო შეიცავს მთელ რიგ სხვა ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც აფერხებს კანის უჯრედებში ელასტინისა და კოლაგენის წარმოქმნას. ეს არის ორი საბაზისო პროტეინი, რომლებიც უზრუნველყოფენ კანის სიმკვრივეს. აღნიშნული ქიმიური ნივთიერებების „წყალობით“, კანი დაბერებას ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში იწყებს.

არაა რეკომენდებული: გადამატება
"როგორც დოქტორი კარჩერი ამბობს, „ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ხალხი გადამეტებულად უვლის სახის კანს“. განსაკუთრებით კი ეს ეხება ახალგაზრდებს, რომელნიც ფიქრობენ, რომ კრემის ინტენსიურად ხმარების შემთხვევაში უკვალოდ გაქრება აკნე. გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა გამოწვეულ იქნას მთელი რიგი უკუეფექტები. ყოველდღიურად კანის აქერცვლა ან სკრაბით სარგებლობა ადუნებს კანს და ვეღარ უწევს წინააღმდეგობას გარემოს მავნე ფაქტორებს. დამატენიანებელი საშუალებების ზედმეტი ოდენობა ხურავს ფორებს, შესაბამისად, სხვა კრემებისა თუ შრატის ხმარება უკვე არაეფექტურია.

დასკვნა: დაცვა, აღდგენა და განახლება და შენ შენს კანს საუკეთესო მომავალს შეუქმნი!

უახლესი საზღვარი ასაკთან ბრძოლის მეცნიერებაში
რეალური შანსი შენი კანის შესამჩნევად ტრანსფორმირებისთვის
სავარაუდოდ, შეხვედრილხარ 50 წლის ან მის ზემოთ ასაკობრივ სეგმენტში მყოფ ქალბატონს, რომელიც წარმოუდგენლად ახალგაზრდულად გამოიყურება – სახის ელვარე ტონი, გადაჭიმული შუბლი და გიფიქრია – მათ გაუმარლათ, მათ ალბათ კარგი გენები აქვთ. სინამდვილეში შენ მხოლოდ ნაწილობრივ ხარ მართალი. ნამდვილად, გენები, რომლითაც ვიბადებით განაპირობებს ჩვენი დაბერების პროცესს, თუმცა მხოლოდ გარკვეულ დონეზე. სახის კანის მოვლის სწორად შერჩეული პროდუქტები დაგეხმარება ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, 50 წლის ან უფრო მეტი ხნის ქალბატონი, საათის ისრის უკან დასაბრუნებლად, შესაძლოა სარგებლობდეს მარტივი ფორმულის მქონე, მაგრამ ძალიან ეფექტური საშუალებით.

ახალგაზრდობის გენის არსი

იტალიის ერთ–ერთ ცნობილ უნივერსიტეტში მეცნიერებმა აღმოაჩინეს განსაკუთრებული ტიპის გენი, რომელიც აქტიურობით გამოირჩევა მათში, რომელნიც შედარებით დიდხანს და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ – ზოგიერთი 100 და მეტ წელსაც აღწევს. Avon-ის მკვლევარები აღნიშნული უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად დაინტერესდნენ თუ როგორ შეიძლება ახალგაზრდობის გენის გამოყენება ასაკთან ბრძოლის პროდუქტებში. 10 წლიანი მუშაობისა და კვლევის საფუძველზე შეიქმნა ANEW GENICS. ტექნოლოგია ფორმულირებულია აღნიშნული ტიპის გენის სტიმულირებისთვის, „ახალგაზრდობის“ გენი უზრუნველყოფს კანის უჯრედების გააქტიურებას და ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას.1 მუშაობას. ANEW GENICS–ის დახმარებით, სულ რაღაც რამდენიმე კვირაში ხდება ნაოჭების მკვეთრად შემცირება და კანის გამკვრივება. .2 ქვემოთ მოცემულია რამდენიმე სასარგებლო რეკომენდაცია:
  • კონცენტრატი ANEW GENICS შეიცავს ახალგაზრდობის გენის ორმაგ კონცენტრაციას. აღნიშნული ტექნოლოგია საოცარ შედეგებს იძლევა. მყისიერად, კანი იბრუნებს სიმკვრივეს, ხოლო მიმიკის ნაოჭები დრამატულად არის დარბილებული.2 ორ კვირაში, იგი ამცირებს როგორც ნაოჭებს, ისე უფერულობას. ხოლო 8 კვირის შემდეგ, კანი 10 წლით არის გაახალგაზრდავებული.1
  • კრემი ANEW GENICS, ღამით სარგებლობის შემთხვევაში, ასევე ოპტიმალურ შედეგებს იძლევა. ღამით კანი არის უფრო გამოცოცხლებული, ჯანსაღი და ელვარე.2 სამი დღის ვადაში იცვლება ღრმა ნაოჭების ვიზუალური იერი2ხოლო 4 კვირაში დაუბალანსებელი ტონი უმჯობესდება 100%–ით, ამავე დროს მნიშვნელოვანწილად მცირდება ღრმა ნაოჭების რაოდენობა. 3
  • თვალის მოვლის საშუალება ANEW GENICS , აჯანსაღებს თვალს, მომენტალურად ანიჭებს მას მეტ სინათლეს და ხელს უწყობს მის დარბილებას. მხოლოდ სამი დღის ვადაში, თვალის მონაკვეთში აღადგენს უჯრედებს, რაც ახალგაზრდული იერის გარანტიაა, ხოლო 4 კვირაში თვალის ქვედა ნაწილში 50%–მდე* ამცირებს ასაკობრივ ხაზებსა და ნაოჭებს.2
Genics with YouthGen™ მოცემული ტექნოლოგიის დახმარებით, შენი კანი მხოლოდ რამდენიმე კვირაში ტრანსფორმირდება: იგი არის უფრო მბრწყინავი, ახალგაზრდული და შესაბამისად, ყოველივე აღნიშნული გეხმარება.თვითშეფასების ამაღლებაში. გენური მეცნიერება სამომავლოდაც იქნება ასაკთან ბრძოლის საშუალებებში ერთ–ერთი წამყვანი ელემენტი, ხოლო ჩვენ, ჩვენის მხრივ, ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ამ ბრძოლაში Avon პირველ ხაზზე.
  1. კანის უჯრედებზე ჩატარებული კვლევის მიხედვით.
  2. 45–59 ასაკობრივი სეგმენტის ქალბატონებთან ჩატარებული კლინიკური კვლევის მიხედვით.
  3. 45–59 ასაკობრივი სეგმენტის ქალბატონებთან ჩატარებული სამომხმარებლო კვლევის მიხედვით.


დღის განმავლობაში კანის მოვლა
გამონახე მხოლოდ რამდენიმე წუთი, რათა იზრუნო შენს კანზე.
სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ დღის განმავლობაში კანის მოვლა უაღრესად დადებით გავლენას ახდენს მის იერსა და ქსოვილებზე. კანის მოვლის ყოველდღიური სტანდარტული პროცედურა ყოველ დილით და საღამოს, პლუს დღის განმავლობაში რამდენიმე წუთი დაგეხმარება შეინარჩუნო ახალგაზრდული უჯრედოვანი სტრუქტურა ნებისმიერ ასაკში. ხოლო იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ყველა ქალის მოთხოვნები კანთან მიმართებაში განსხვავდება, ჩვენ მოგიმზადეთ რამდენიმე საბაზისო პროცედურა. სცადეთ ANEW–ის კანის მოვლის სხვადასხვა ნაკრები, რადგან თითოეულ მათგანში წარმოდგენილია პროდუქტები საჭირო კანის კომპლექსურად მოსავლელად.

როდესაც იღვიძებ: 5–10 წუთი
გაწმენდა: დაიწყე დილა კანის მსუბუქი გაწმენდით, რათა მოვიშოროთ ღამით დატანილი პროდუქტების მცირეოდენი კვალიც კი. შეისხი ცივი წყალი სახესა და ყელზე გამწმენდის ჩამობანის მიზნით, ხოლო შემდეგ სახე გაიმშრალე რბილი პირსახოცით ან ქსოვილით. ნუ გაიხეხავ სახის კანს, განსაკუთრებით თვალის გარშემო.
დატენიანება: ისარგებლე ორმაგი ფუნქციის მქონე პროდუქტებით, რათა ეფექტი იყოს ოპტიმალური! გამოიყენე დამატენიანებელი, რომელიც გამდიდრებულია მხის სხივებისგან დამცავი ინგრედიენტებით, რათა კანი იყოს მაქსიმალურად დაცული ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან. თვალის კანის მოსავლელად არჩევანი გააკეთე იმ კრემებზე, რომლებიც სპეციალურად ნაზი კანისთვის არის შექმნილი. ასეთი ტიპის საშუალებები უზრუნველყოფს დატენიანებას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ზედაპირის გაგლუვებას მოგვიანებით თვალზე მაკიაჟის გასაკეთებლად. იგივე შეიძლება ითქვას ტუჩებზე – ტუჩის ფერი შესაძლოა აჭრელდეს მშრალ დ აქერცლილ ტუჩზე. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ ტუჩის კონდიციონერს SPF15, რომელიც ატენიანებს, აგლუვებს ტუჩებს, ანიჭებს რა მათ ამავდროულად აბრეშუმისებრ ეფექტს.
საბოლოო შტრიხი: გაიკეთე მაკიაჟი, მიიპკურე სუნამო და უკვე შეუდარებელი ხარ!

დღის განმავლობაში:
მაქსიმალურად ეცადე არ მოისრისო თვალები და თავი შეიკავო კანზე შეხებისგან – ასეთი ქმედება არა მხოლოდ აფუჭებს მაკიაჟს, არამედ მნიშვნელოვნად აბინძურებს კანს, რადგან ბაქტერიები და მიკრობები მარტივად გადადის თითებიდან სახის კანზე.

ლანჩის შემდეგ: 60 წამი
მცირე დროით ჩაიხედე სარკეში, შეისწორე დეტალები, შეგიძლია უბრალოდ ტუჩსაცხი გადაისვა. სუნამოს მიპკურებაც ძალიან კარგი აზრია, რადგან იგი აგიმაღლებს განწყობას!

სამუშაო საათების შემდეგ: 5 წუთი
საღამოს გასვლას გეგმავ? მომხიბვლელი, მაგრამ ნეიტრალური დღის მაკიაჟი თავისუფლად შეიძლება გარდაიქმნას საღამოს საათებში. გამოკვეთე ზედა წამწამები და ფერით დატვირთე თვალის გარე კუთხე. შემდეგ გადაისვი ტუჩსაცხი და საღამოს მაკიაჟი დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს.

დაწოლამდე: 5 წუთი
დაუშვებელია დაწვე მაკიაჟის მოშორების გარეშე! ამ შემთხვევაში შენ არა მხოლოდ იტოვებ სახის კანზე პროდუქტსა და გარემოს შედეგად დაბინძურებულ ნაწილაკებს, არამედ შენს კანს ართმევ ღამის განმავლობაში აღდგენისა და გამოცოცხლების შანსს. პირველად მოიშორე თვალის მაკიაჟი სპეციალურად თვალისთვის შექმნილი გამწმენდი საშუალებით. შემდეგ დანარჩენ სახეზე მოიშორე მაკიაჟი, სახე დაიბანე ცივი წყლით და გაიმშრალე პირსახოცით ან რბილი ქსოვილით, როგორც ეს გააკეთე დილით. არავითარ შემთხვევაში არ გამოგრჩეს ყელის გაწმენდა და ჩამობანა, რადგან დღის განმავლობაში ისიც სახის კანის მსგავსად ბინძურდება. ღამის განმავლობაში თვალის მოსავლელად არაჩვეულებრივია ANEW ULTIMATE–ის თვალის სისტემა, რომელიც ხელს უწყობს თვალის მონაკვეთის გამკვრივებას. სახის დანარჩენი ნაწილისთვის, სცადე: ღამის აღმდგენი კრემი ANEW ULTIMATE, რომელიც ეფექტურად ატენიანებს ასაკის შედეგად დაზიანებულ კანის ქსოვილებს.



ნაოჭები, მუქი რგოლები, მოდუნებული კანი და დასიება
რატომ იწყებს თვალის გარშემო კანი ყველაზე ადრე დაბერებას და რა ღონისძიებებს უნდა მივმართოთ პირველი ნიშნების შემჩნევისთანავე
არავისთვის არ იქნება სიურპრიზი თუ ვიტყვით, რომ ქალები დაბერების ნიშნებს პირველად თვალის გარშემო ამჩნევენ. ამის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ ყველაზე ხშირად სწორედ თვალებს ვაკვირდებით სარკეში და არა სახის სხვა ნაწილებს. თუმცა, არსებობს სხვა ფიზიოლოგიური მიზეზიც: თვალის გარშემო კანი ითვლება მთელ სხეულზე უნაზეს ნაწილად. კოლაგენისა და ელასტინის (ორი პროტეინი, რომლებიც ხელს უწყობს დამაკავშირებელი ქსოვილების ფორმირებას) ნაკლები დოზის გამო, ეს ნაზი კანი ყველაზე ადრე იწყებს დაბერებას. პლუს, ადამიანები ერიდებიან მზისგან დამცავი საშუალებების აღნიშნულ ადგილზე წასმას, რადგან, მათი აზრით, შესაძლოა აღნიშნულმა ქმედებამ ალერგიული რეაქცია ან გაღიზიანება გამოიწვიოს.

საბედნიეროდ, არსებობს მარტივი ნაბიჯები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ ზემოთ აღნიშნული პროცესები:

1. მოერიდე მზის სხივებს და თავი დაანებე მოწევას!
შენი კანისთვის დამანგრევლად მოქმედებს ულტრაიისფერი სხივები და თამბაქო. ასე რომ, მოერიდე მზესა და სიგარეტს. თუ მაინც გიწევს მზეზე ყოფნა, აუცილებლად დაიცავი თავი ქუდით, შესაბამისი დამცავი სამოსითა და მზისგან დამცავი კრემებით. ასეთ შემთხვევაში იდეალურია: თვალის 24 საათიანი კრემი ANEW REJUVENATE SPF 25. ეს არის 2–1–ში პროდუქტი, დღის აღმდგენი თვალის კრემი იძლევა ორივე კატეგორიის ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის გარანტიას, ამასთან ეფექტურად აგლუვებს რა ასაკობრივ ხაზებსა და ნაოჭებს.

2. U2. ისარგებლე სპეციალურად თვალის გარშემო კანისთვის შექმნილი პროდუქტებით.
ძალიან მნიშვნელოვანია ვისარგებლოთ მხოლოდ თვალის გარშემო ნაზი კანისთვის შექმნილი საშუალებებით. ჩვეულებრივი დამატენიანებლები შეიძლება შეიცავდეს ისეთ ინგრედიენტებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. დაიტანეთ კანზე კრემი თითის ნაზი მოძრაობით, რადგან ხანგრძლივი დროის განმავლობაში კანზე შეხება სრულებით არაა რეკომენდებული.

3. ებრძოლე მუქ რგოლებს
რასაკვირველია, ეს არის უბრალოდ უსამართლობა: ზოგიერთ ადამიანს გენეტიკურად ერგება „საჩუქარი“ თვალის გარშემო უფერული კანის სახით, არ აქვს მნიშვნელობა ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს ეს უკანასკნელი თუ არა. მათთვის, რომელთაც ქრონიკულად ან ხანგამოშვებით აწუხებთ მუქი რგოლები, ჩვენ სასიამოვნო სიახლე გვაქვს: თვალის გამაღიავებელი სისტემა ANEW REVERSALIST, რომელიც ებრძვის როგორ სიმუქეს, ისე ნაოჭებს.

4. 4. მიმართე ჩაის საფენებს ან კიტრის ნაჭრებს თვალების შეშუპებასთან საბრძოლველად.
რამდენიმე მარტივი რჩევა: მაქსიმალურად ეცადე უარი თქვა ალკოჰოლსა და მარილზე, გეძინოს 7–8 საათი ღამის განმავლობაში. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ არ დაგიგროვდება ზედმეტი სითხე თვალების ქვეშ.

5. განიხილე სხვადასხვა ვარიანტი თუ როგორ შეიძლება თვალის გარშემო კანის ლიფტინგი
დაბერების ერთ–ერთი გამოხატულებაა თვალის გარშემო კანის მოდუნება, რომელიც ლიფტინგს საჭიროებს. თუმცა, არსებობს რამდენიმე გზა თუ როგორ მივუდგეთ აღნიშნულ პრობლემას. თუ შენ გსურს თვალისა და წარბის ნაწილის დაჭიმვა ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე, სცადე თერმული ლიფტინგის მეთოდი, რომელიც ჭიმავს კანს მაღალი ტემპარატურისა და ინექციური კოსმეტიკური შემავსებლების დახმარებით.


ინოვაციის 20 წელი
ANEW –ის მაღალი დონის თანამედროვე კვლევები და აღმოჩენები ასაკის წინააღმდეგ ბრძოლაში.
Avon–მა თავისი კვლევითი ლაბორატორია გახსნა 1897 წელს და მას შემდეგ იგი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს სილამაზის ინდუსტრიის განსავითარებლად. თავდაპირველად კვლევისა და განვითარების ლაბორატორიაში 12 თანამშრომელი იყო დასაქმებული, ახლა კი აქ მოღვაწეობს 350 მეცნიერი და ტექნიკოსი, ხოლო ხის ქარხანა ტრანსფორმირდა ულტრათანამედროვე დაწესებულებად, რომელიც გადაჭიმულია 225.000 კვ. კმ.–ზე. 40,000 პარტნიორითა და 6,4 მლნ. დამოუკიდებელი წარმომადგენლით, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 300 მლნ. მომხმარებელს ემსახურებიან, Avon–ს უფრო გრანდიოზული გეგმები აქვს. იგი ძალისხმევას არ იშურებს, რომ შეიმუშაოს არა მხოლოდ კანის მოვლის ინოვაციური ტექნოლოგიები, არამედ დააკმაყოფილოს მთელ მსოფლიოში ქალთა საჭიროებები და მოთხოვნები.

1992 წელს კომპანია Avon–მა საფუძველი ჩაუყარა Anew-ს, რომელიც წარმოადგენს ასაკთან ბრძოლის ხაზს. 200 მეცნიერი, ქიმიკოსი და ანალიტიკოსი თანამშრომლობს მსოფლიო დონის უნივერსიტეტებთან, კვლევით ინსტიტუტებთან და დერმატოლოგებთან. შედეგად შექმნილი პროდუქცია ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას, რაც, თავის მხრივ, ყველა ქალბატონს მეტ თავდაჯერებულობას სძენს.

20 წლის განმავლობაში Avon–მა მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ქვემოთ მოკლედ წარმოგიდგენთ ბრენდის მიერ განვლილ ისტორიას:
1992
Avon–ის მიერ 1997 წელს შექმნილი AVC10 – ასაკის წინააღმდეგ საბრძოლველი მოლეკულა უკვე დაპატენტებულია. Avon–ის მეცნიერებმა თავი მოუყარეს ასაკთან ბრძოლის ძლიერ ელემენტებს, C ვიტამინის ჩათვლით. შედეგად შეიქმნა ახალი მოლეკულა, რომელიც ცნობილია სახელით AVC10. Anew–ის ღამის ვერტიკალური ლიფტინგის კომპლექსი იყო ზემოთ აღნიშნული ტექნოლოგიის საფუძველზე შექმნილი პირველი პროდუქტი, რომელმაც, თავის მრხივ, მრავალ ახალ საშუალებას გაუკვალა გზა.
1997
Avon–ის მიერ 1997 წელს შექმნილი AVC10 – ასაკის წინააღმდეგ საბრძოლველი მოლეკულა უკვე დაპატენტებულია. Avon–ის მეცნიერებმა თავი მოუყარეს ასაკთან ბრძოლის ძლიერ ელემენტებს, C ვიტამინის ჩათვლით. შედეგად შეიქმნა ახალი მოლეკულა, რომელიც ცნობილია სახელით AVC10. Anew–ის ღამის ვერტიკალური ლიფტინგის კომპლექსი იყო ზემოთ აღნიშნული ტექნოლოგიის საფუძველზე შექმნილი პირველი პროდუქტი, რომელმაც, თავის მრხივ, მრავალ ახალ საშუალებას გაუკვალა გზა.
2000
2000 წელს Avon–ის კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის ექსპერტებმა განავითარეს ხაზი RETROACTIVE. აღნიშნული ხაზი ფორმულირებულია კანის მოსავლელად უჯრედოვან დონეზე. ასეთ პროდუქტებში წარმოდგენილია ჰიდროლიზებული რძის პროტეინების ნარევი, კომპლექსი Rejuvi-Cell, მზესუმზირისა და პლანქტონის ექსტრაქტი. ყოველივე ჩამოთვლილი ხელს უწყობს უჯრედების ერთმანეთთან დაკავშირებას, რათა ახალი ენერგიით დაიმუხტოს კანის ძველი უჯრედოვანი ქსოვილი.
2003
როშურებში გამოჩნდა ANEW CLINICAL–ის ახალი პროდუქტი – ასაკობრივი ხაზებისა და ნაოჭების კორექტორი. CLINICAL–ის ხაზი ყველა ქალბატონს აძლევს საშუალებას ოპტიმალურ შედეგებს სახლის პირობებში მიაღწიოს. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ აღნიშნული საშუალება უმოკლეს პერიოდში იქცა მსოფლიო ბესტ სელერად. ასაკობრივი ხაზებისა და ნაოჭების კორექტორი ხელს უწყობს კოლაგენის, ელასტინისა და ჰიდრო პროტეინების წარმოქმნის სტიმულირებას.
2007
ტექნოლოგია Sirtuin Youth Protein ანახლებს ULTIMATE–ის ხაზს. როდესაც მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბუნებრივად წარმოქმნის უნარის მქონე ახალგაზრდობის პროტეინი სახელად სირტუინი, Avon–ის მკვლევარებმა დაიწყეს ფიქრი თუ როგორ ჩაეყარათ საფუძველი ახალი კომპლექსისთვის. ერთ–ერთ წამყვან ბიოტექნოლოგიის კომპანიასთან 7 წლიანი თანამშრომლობის შედეგად დაიბადა კომპლექსი Pro-Sirtuin TX. იგი შექმნილია სირტუინის ახალგაზრდობის პროტეინების წარმოქმნის სტიმულირებისთვის. ახალ ხაზთან ANEW ULTIMATE კანი ახალგაზრდულად გამოიყურება. შესამჩნევი შედეგები: აღდგენილი სიმკვრივე და სისქე, ვიზუალურად შემცირებული ასაკობრივი ლაქები და ღრმა ნოაჭები.
2011
Avon–ის მეცნიერებმა შექმნეს ახალი ტექნოლოგია Activinol. მრავალი წელი დასჭირდა პროცესს, სანამ მიაკვლევდნენ თუ როგორ წარმოიქმნება კანში აქტივონილი – ბუნებრივი აღმდგენი მოლეკულა, რომელიც აქტიურდება ჭრილობის, ნაკაწრის ან ჩალურჯების წარმოშობისთანავე. როგორც აღმოჩნდა, ნაოჭები უბრალოდ კანის მიკრო დაზიანებების სერიას წარმოადგენს, ხოლო დაპატენტებული ტექნოლოგია Activinol გამოყენებულია ხაზში ANEW REVERSALIST. აღნიშნული რევოლუციური პროდუქტი უზრუნველყოფს ნაოჭების შემცირებას, რათა კანი კვლავ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს.
2010
იწყება პროექტი ANEW PLATINUM, რომელიც ეყრდნობა Paxillium ტექნოლოგიას. Avon–ის მეცნიერებმა გააუმჯობესეს ასაკთან ბრძოლის მეთოდები მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ პაქსილინი – კანის საბაზისო პროტეინი უაღრესად დიდ როლს თამაშობს უჯრედების ახალგაზრდული ფორმის შენარჩუნებაში. ასაკთან ერთად, აღნიშნული პროტეინის რესურსი მნიშვნელოვნად მცირდება. კომპანიის კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლებმა შექმნეს ახალი Paxillium ტექნოლოგია, რომელიც ხელს უწყობს 60%–მდე პაქსილინის წარმოქმნის სტიმულირებას. ახალი ხაზი ANEW PLATINUM განკუთვნილია მათთვის, რომელთაც მკვეთრად გამოხატული ასაკობრივი ნიშნები აღენიშნებათ სახეზე. მომხმარებელთა კვლევები ცხადყოფს, რომ იგი აღადგენს ახალგაზრდულ კონტურებს ღრმა ნაოჭების შემცირების გზით, ამასთან შესამჩნევად სწევს რა კანს.
2011
Avon–მა საზოგადოებას წარუდგინა ANEW GENICS…კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. Avon–ის მეცნიერები მეტად დაინტერესდნენ იტალიის ერთ–ერთი წამყვანი უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით. აღნიშნულმა უნივერსიტეტმა შეისწავლა ჯანმრთელი ადამიანების ჯგუფი და შედეგად აღმოაჩინა, რომ ყველას, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესით და ხანგრძლივად ცხოვრობდა (ზოგიერთი 100 წელზე მეტი ხნის გახლდათ) ჰქონდა რაღაც საერთო: მაღალი დონის აქტიურობით გამორჩეული ახალგაზრდობის გენი. სწორედ ეს გენი უზრუნველყოფს ორგანიზმის სიჯანსაღესა და უჯრედების ახალგაზრდულ რეჟიმში მუშაობას. ახალგაზრდობის გენის სტიმულირებისთვის Avon–ის მეცნიერების დახმარებით განხორციელდა ტექნოლოგიის YouthGen&trade ფორმულირება. ინოვაციური ტექნოლოგია წარმოდგენილ იქნა ხაზში ANEW GENICS. აღნიშნული მეტად ეფექტური ფორმულა არის გასაოცარი რეზულტატის მიღწევის გარანტია! შედეგად გამოიყურები 10 წლით უფრო ახალგაზრდულად . 1 აღნიშნული მეტად ეფექტური ფორმულა არის გასაოცარი რეზულტატის მიღწევის გარანტია! შედეგად გამოიყურები 10 წლით უფრო ახალგაზრდულად . 2.
მზის აბაზანების მიღება
SPF Q&A. ფაქტები.
ბევრ ჩვენთაგანს ხიბლავს გარუჯული კანის დემონსტრირება, ზოგიერთნი უბრალოდ ძალას არ იშურებენ, რომ ასეთი მომხიბვლელი კანის ფერი მთელი წლის განმავლობაში შეინარჩუნონ. თუმცა, მზის აბაზანების მიღებას თავისი რისკები აქვს და იწვევს ნაადრევად კანის დაბერებას. ქვემოთ მოცემულია პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე თუ როგორ დავიცვათ მზისგან თავი, რა დოზით არის დასაშვები გარუჯვა და ა.შ.

როდესაც საუბრობენ მზის სხივებზე ვიცი, რომ არსებობს A კატეგორიის ულტრაიისფერი სხივები, მაგრამ რას ნიშნავს B კატეგორიის ულტრაიისფერი სხივები?
ძალიან კარგი კითხვაა! B კატეგორიის ულტრაიისფერი რადიაციის სხივები არის სიწითლისა და დამწვრობის გამოწვევი უმთავრესი მიზეზი. იგი უდიდეს როლს თამაშობს როგორც გარუჯვაში, ისე კანის კიბოს განვითარებაში. სწორედ ამიტომ ფაქტობრივად არ არსებობს გარუჯვის „უსაფრთხო“ გზა. მასთან შედარებით A კატეგორიის ულტრაიისფერი რადიაციის სხივები ღრმად აღწევს კანში, რაც თავის მხრივ იწვევს ნაოჭების წარმოქმანასა და სხვა ასაკობრივი ნიშნების ჩამოყალიბებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შენ უნდა შეარჩიო პროდუქტები, რომლებიც ორივე კატეგორიის სხივებისგან დაგიცავს.

დაცვის რა დონეა ჩემთვის რეკომენდებული?
ძალიან კარგი კითხვაა! B კატეგორიის ულტრაიისფერი რადიაციის სხივები არის სიწითლისა და დამწვრობის გამოწვევი უმთავრესი მიზეზი. იგი უდიდეს როლს თამაშობს როგორც გარუჯვაში, ისე კანის კიბოს განვითარებაში. სწორედ ამიტომ ფაქტობრივად არ არსებობს გარუჯვის „უსაფრთხო“ გზა. მასთან შედარებით A კატეგორიის ულტრაიისფერი რადიაციის სხივები ღრმად აღწევს კანში, რაც თავის მხრივ იწვევს ნაოჭების წარმოქმანასა და სხვა ასაკობრივი ნიშნების ჩამოყალიბებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შენ უნდა შეარჩიო პროდუქტები, რომლებიც ორივე კატეგორიის სხივებისგან დაგიცავს.

მზისგან დამცავი საშუალებების რა რაოდენობის გამოყენებაა რეკომენდებული?
ძალიან კარგი კითხვაა! B კატეგორიის ულტრაიისფერი რადიაციის სხივები არის სიწითლისა და დამწვრობის გამოწვევი უმთავრესი მიზეზი. იგი უდიდეს როლს თამაშობს როგორც გარუჯვაში, ისე კანის კიბოს განვითარებაში. სწორედ ამიტომ ფაქტობრივად არ არსებობს გარუჯვის „უსაფრთხო“ გზა. მასთან შედარებით A კატეგორიის ულტრაიისფერი რადიაციის სხივები ღრმად აღწევს კანში, რაც თავის მხრივ იწვევს ნაოჭების წარმოქმანასა და სხვა ასაკობრივი ნიშნების ჩამოყალიბებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შენ უნდა შეარჩიო პროდუქტები, რომლებიც ორივე კატეგორიის სხივებისგან დაგიცავს.

როგორ მოვიქცე, რომ თავიდან ავიცილო ალერგიული რეაქცია ან გაღიზიანება?
ძალიან კარგი კითხვაა! B კატეგორიის ულტრაიისფერი რადიაციის სხივები არის სიწითლისა და დამწვრობის გამოწვევი უმთავრესი მიზეზი. იგი უდიდეს როლს თამაშობს როგორც გარუჯვაში, ისე კანის კიბოს განვითარებაში. სწორედ ამიტომ ფაქტობრივად არ არსებობს გარუჯვის „უსაფრთხო“ გზა. მასთან შედარებით A კატეგორიის ულტრაიისფერი რადიაციის სხივები ღრმად აღწევს კანში, რაც თავის მხრივ იწვევს ნაოჭების წარმოქმანასა და სხვა ასაკობრივი ნიშნების ჩამოყალიბებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შენ უნდა შეარჩიო პროდუქტები, რომლებიც ორივე კატეგორიის სხივებისგან დაგიცავს.
არაჯანსაღი ცხოვრების წესი
მავნე ჩვევები, რომლებიც ხელს უწყობს დაბერების პროცესს
ახალგაზრდული და ჯანსაღი იერის შენარჩუნება მხოლოდ კანის მოვლის საშუალებებზე არაა დამოკიდებული. გამოხატული ასაკობრივი ნიშნები არის მავნე ჩვევებისა და არასწორად არჩეული ცხოვრების სტილის დამსახურება, რომელიც საშინლად ვნებს კანს. ყველა ცუდი ჩვევისთვის თავის დანებება მაინც ვერ შეაჩერებს დაბერების პროცესს – რაც გაკეთებულია, რთულია მისი გამოსწორება. კარგი ნიუსი კი იმაში მდგომარეობს, რომ დროთა განმავლობაში შენი კანი შეწყვიტავს ასეთი ინტენსივობით დაბერებას.

1. 1. მოწევა

რასაკვირველია, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მოწევა მავნებელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მთელი რიგი მიზეზების გამო. მაგრამ იცი ეს ყოველივე რა ზეგავლენას ახდენს შენს კანზე? ასაკობრივი ნიშნების იდენთიფიკაცია ნაადრევად ხდება, რადგან მოწევა იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, რაც, თავის მხრივ, ამცირებს სისხლის მოძრაობის ინტენსივობას. პლუს იგი კანიდან სდევნის საკვებ ნივთიერებებსა და ჟანგბადს. 4000–ზე მეტი ქიმიური ნივთიერება ფიქსირდება თამბაქოს კვამლში, აქედან უმეტესობა ანადგურებს კანის კოლაგენსა და ელასტინს – ბოჭკოებს, რომლებიც კანის მდგრადობასა და სიმკვრივეს უზრუნველყოფს.

ტუჩების შეჭმუხვნა და თვალების მოჭუტვა იწვევს თვალებისა და ტუჩის გარშემო ვიზუალურად შესამჩნევი ასაკობრივი ხაზების ფორმირებას. დამატებით, გამომდინარე იმ მარტივი გარემოებიდან, რომ კანი განიცდის საკვები ნივთიერებებისა და ჟანგბადის დეფიციტს, მან შესაძლოა ფერი დაკარგოს და შესაბამისად ფერმკრთალი გახდეს.

თუმცა, არსებობს კარგი ნიუსიც! მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ, სისხლის მოძრაობა ნორმალურ კალაპოტში დგება სულ რაღაც რამდენიმე თვეში, შესაბამისად, მიყენებული შინაგანი „ზიანიც“ უკვე აღდგენას ექვემდებარება. შენი კანი დაიწყებს ეტაპობრივად სულ მეტი ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიღებას, ასე რომ, კვლავ დაიბრუნებ შანსს, რომ ახალგაზრულად და ჯანსაღად გამოიყურებოდე.

2.სტრესის იგნორირება

სტრესის შემთხვევაში შენი კანი შესაძლოა გახდეს ძალიან მგრძნობიარე და ადვილად გაღიზიანებადი. უფრო მეტიც, მაშინ, როდესაც ასეთ ყოველდღიურ პრობლემებს აწყდები, დიდია ალბათობა იმისა, რომ საერთოდ დაივიწყო კანის მოვლის საბაზისო პროცედურებიც კი.

ზოგადად, ტვინი და კანი ერთმანეთთან ბევრ დონეზეა გადაჯაჭვული – ნერვის დაბოლოებები კანთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, ნეგატიური ემოციები პირველ რიგში სწორედ კანზე აისახება.

ისწავლე როგორ მართო სტრესული სიტუაციები: მიმართე იოგას ან მედიტაციას, თავისუფალი დრო დაუთმე სწორად სუნთქვას.

3. სწრაფი კვება და შაქრის შემცველი სასმელები

ასაკთან ერთად ჩვენი კანი თხელდება, ხოლო ზედაპირული ფენები კარგავს ლიპიდებს (ცხიმოვანი ნივთიერებები), რაც იწვევს კანის გამოშრობას. უარი თქვი სოდაზე და მეტი ყურადღება მიაქციე დღის განმავლობაში წყლის მიღებას, რათა ორგანიზმი იყოს მაქსიმალურად დატენიანებული, ხოლო ტოქსინები გამოდევნილი.

ასაკთან ერთად ჩვენი კანი თხელდება, ხოლო ზედაპირული ფენები კარგავს ლიპიდებს (ცხიმოვანი ნივთიერებები), რაც იწვევს კანის გამოშრობას. უარი თქვი სოდაზე და მეტი ყურადღება მიაქციე დღის განმავლობაში წყლის მიღებას, რათა ორგანიზმი იყოს მაქსიმალურად დატენიანებული, ხოლო ტოქსინები გამოდევნილი.

4. მზის აბაზანების მიღება მზისგან დამცავი საშუალებების იგნორირების ფონზე

მზისგან დაცვა აუცილებელია ნებისმიერ ასაკში. დროთა განმავლობაში ულტრაიისფერი სხივები აზიანებს კანის ქსოვილებს (კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოებს) და შესაბამისად, შესაძლოა იქცეს ღრმა ნაოჭების, მუქი ლაქების, სიმკვრივის დაკარგვისა და კანის მოდუნების გამომწვევ მიზეზად. ბოჭკოების სრულფასოვნად მუშაობის დარღვევის შედეგად, ასევე შესაძლოა თავი იჩინოს ჭორფლებმა და მუქმა ლაქებმა როგორც სახეზე, ისე ყელისა და გულმკერდის მიდამოებში.

ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად მოვერიდოთ მზეს. რასაკვირველია, შეუძლებელია საერთოდ თავიდან ავიცილოთ მზის სხივების ზემოქმედება, ამიტომ გირჩევთ ატაროთ ქუდები, დამცავი ტანსაცმელი და ორივე კატეგორიის ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი SPF25 ან მეტი კოეფიციენტის მქონე კრემი. ლოსიონი ყოველ 2 საათში ერთხელ ხელმეორედ გადაისვი – ღრუბლიან ამინდშიც კი, რათა თავიდან ავიცილოთ მზისგან დამწვრობა. თუმცა, აუცილებლად შეამოწმე სახის ლოსიონის მზისგან დამცავი კოეფიციენტი იმ ფაქტის დასადგენად, იგი უზრუნველყოფს თუ არა სათანადო დაცვას.

მზისგან დამცავი სახის ლოსიონი ANEW SOLAR ADVANCE SPF45. ტექნოლოგია RepairShield&trade უზრუნველყოფს არა მხოლოდ სხივების მავნე ზემოქმედებისგან დაცვას, არამედ მნიშვნელოვნად

5. არანაირი პროცედურები

მოგვწონს თუ არა, დრო გადის და ჩვენი კანი მაინც ბერდება. მაგრამ არასოდეს არაა გვიან დავიწყოთ კანის მოვლა. სახის კანის მოვლის პროცედურა დაიწყე სახის გამწმენდითა და ორივე კატეგორიის ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი დამატენიანებლით.

მოგვწონს თუ არა, დრო გადის და ჩვენი კანი მაინც ბერდება. მაგრამ არასოდეს არაა გვიან დავიწყოთ კანის მოვლა. სახის კანის მოვლის პროცედურა დაიწყე სახის გამწმენდითა და ორივე კატეგორიის ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი დამატენიანებლით.
მაკიაჟის შეცვლა დააბრუნებს თუ არა დროს?
რჩევები, რომლებიც დაგეხმარება უზადოდ გამოიყურებოდე

სახე:

საინტერესოა მაკიაჟის დახმარებით ასაკობრივი ნიშნების დაფარვა. ფაქტობრივად, მძიმე ტონალური კრემი პირიქით ხაზს უსვამს ასაკობრივ ხაზებსა და ნაოჭებს. ზრდასრული ასაკის კანისთვის ტონალური კრემის შერჩევისას, უმჯობესია თუ აქცენტს ღია ფერებზე გააკეთებ. აქტიურად ისარგებლე დამატენიანებელი საშუალებებით ან უბრალოდ ერთმანეთში აურიე ტონალური კრემი და დამატენიანებელი, რათა კანს ჰქონდეს ბუნებრივი იერი. არ გირჩევთ პუდრის გამოყენებას: ახალგაზრდა კანის შემთხვევაში პუდრის გამოყენება იდეალურია, რადგან სახეს ზედმეტ ელვარებას აშორებს, ხოლო ზრდასრულ კანს პუდრი მხოლოდ უფერულ ფერს ანიჭებს. თუ ძალიან გსურს მისი გამოყენება, მხოლოდ იმ ადგილებზე წაისვი, სადაც კანი ზედმეტად პრიალებს – მაგალითად ცხვირზე ან ნიკაპზე.

ლოყები:

ასაკთან ერთად კანის მკვებავი სისხლძარღვები მცირდება, რაც იწვევს კანის სიმკვრივის დაკარგვას. მდგომარეობის გამოსასწორებლად კარგი აზრია დიდი ზომის ფუნჯით ლოყებზე რუჟის გადასმა, თუმცა უნდა მოვერიდოთ ყვრიმალის ძვალთან ჩაღრმავებას, რათა აღნიშნული ქმედებით არ მოხდებს ჩაცვენილი ლოყების ხაზგასმა. ტონალობის შერჩევისას, გირჩევთ ნეიტრალურზე ფოკუსირებას: ღია ვარდისფერი ან მუქი ფერები ძალიან უხდება ახალგაზრდა ქალბატონს. ზოგადად აქცენტი უნდა გაკეთდეს ისეთ ფერზე, რომელიც მნიშნელოვნად არ განსხვავდება შენი კანის ფერისგან.

ქუთუთოები:

გაახილე თვალები! დაბერების პირველი ინდიკატორია ჩამოშვებული ქუთუთოები. მოდუნებული ადგილის დასაფარად გირჩევთ ჩრდილის წასმას წამწამების ხაზიდან ზედა მიმართულებით. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, შენ შეიძლება შიგნიდან ბრწყინავდე, მაგრამ მაინც მოერიდე ბრწყინავი ფერების წასმას, რადგან ასეთი ტონალობის ჩრდილები აკეთებს ქუთუთოს ნაკეცების გამოკვეთას.

წამწამები:

ძალიან კარგი აზრია წამწამების ტუშის წასმამდე ასაპრეხი საშუალების გამოყენება. ამოირჩიე მაქსიმალურად მუქი ფერის ტუში, რომელიც ამავე დროს სრულ შესაბამისობაში მოდის შენი თმისა და კანის ფერთან. იმ შემთხვევაში თუ გაქვს საშუალო სიმუქის ყავისფერი თმა, ნუ შეგეშინდება, რომ სცადო შავი ფერი – მუქი წამწამები ეფექტურად კვეთს თვალებს და მიმზიდველად წარმოაჩენს მათ. იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ასაკის მატებასთან ერთად თხელდება წამწამები, იდეალურია თუ მივმართავთ იმ ტუშს, რომელიც უზრუნველყოფს მოცულობის გაზრდასა და წამწამების გასქელებას. მოერიდე თვალის ქვედა წამწამებზე ტუშის გადასმას: ამ შემთხვევაში არსებობს მასალის ჩამოფხვნის რისკი, ეს კი, თავის მხრივ, აქცენტს გააკეთებს ამ მონაკვეთზე არსებულ ნაოჭებსა და/ან მუქ რგოლებზე. რაც შეეხება ფანქარს, ამ შემთხვევაშიც ნაკლებად მიზანშეწონილია თვალის ქვედა ნაწილზე მისი გადასმა.

წარბები:

ასაკის მატებასთან ერთად, თმის მსგავსად შეთხელებას იწყებს წარბებიც. სქელი წარბები ახალგაზრული ასაკის ერთ–ერთი პირველი ინდიკატორია. არსებული პრობლემის მოგვარება მარტივად შეიძლება თუ მივმართავთ ფანქარს. თუმცა, აუცილებლად შეარჩიე შესაბამისი ფერი. გამოიყენე ულტრაწვრილი ფანქარი, რათა წარბებს ბუნებრივი ელფერი შესძინო.
ასაკთან ბრძოლის ტოპ ინგრედიენტები
...და მათი მოქმედება
ალბათ ყოფილა შემთხვევა, რომ გქონია კანის მოვლის საშუალებების შეძენის მცდელობა, მაგრამ არ ყოფილხარ დარწმუნებული რომელი შეგერჩია. პროდუქტზე მოცემული ინგრედიენტების რთული დასახელებები გაშინებს ან გაბნევს? წაიკითხე მოსახერხებელი მეგზური, რომელიც დაგეხმარება მარტივად განსაზღვრო თუ რას უნდა მიაქციო განსაკუთრებული ყურადღება კანის მოვლის კონტექსტში. ქვემოთ მოცემულია კანის მოვლის საშუალებებში შემავალი ყველაზე გავრცელებული ინგრედიენტების ჩამონათვალი და მათი მოქმედების აღწერილობა.

ჰიალურონიკის მჟავა
ამ ბუნებრივ ნივთიერებას შეიცავს ადამიანის ორგანიზმიც - იგი კონცენტრირებულია შემაერთებელ ქსოვილებში, განსაკუთრებით კი სახსრებსა და თვალებში. ბუნებრივი ჰიალურონიკის მჟავას კონცენტრაცია კანში მცირდება ასაკის მომატებასთან ერთად.

ალფა-ჰიდროქსიმჟავა
დღეისათვის კანის მოვლის საშუალებებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგრედიენტი – ალფა-ჰიდროქსიმჟავა მიეკუთვნება იმ ქიმიური ნაერთების კლასს, რომლებსაც შეიცავენ ყურძენი და ციტრუსები. ეს მჟავა რბილად აცილებს კანის ზედაპირიდან მკვდარ უჯრედებს. კომპანია Avon იყო პირველი, რომელმაც 1992 წელს წარადგინა ალფა-ჰიდროქსიმჟავა მასობრივ ბაზარზე სახის კანის კომპლექსის ANEW All Perfecting Complex-ის სახით.

ანტიოქსიდანტები
საზოგადოების უმეტესობამ იცის, რომ ფორთოხლის წვენი შეიცავს C ვიტამინს, ანუ ასკორბინის მჟავას, რომელიც ხელს უწყობს იმუნიტეტის გაზრდას. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ იგი ასევე შედის სახის კანის მოვლის სხვადასხვა საშუალების შემადგენლობაში და ხელს უწყობს თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლას.

C ვიტამინს შეიცავს მცენარეული ზეთები, თხილი, თესლები და მწვანილი.

პეპტიდები
ამინომჟავების მოკლე ჯაჭვები – პეპტიდები წარმოადგენს პროტეინის სამშენებლო ბლოკებს. არსებობს პეპტიდების მრავალი სახეობა და თითოეული მათგანი იძლევა განსხვავებულ შედეგს. კომპანია Avon იყენებს პეპტიდებს ხაზში ANEW CLINICAL.

რეტინოლი
რეტინოლი წარმოადგენს A ვიტამინის დერივაციას. იგი ხელს უწყობს კანის მიერ კოლაგენის – მნიშვნელოვანი პროტეინის გამომუშავებას, რომელიც კანს ანიჭებს სიმკვრივესა და ელასტიურობას.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა კანმა მიიღოს კონკრეტული პროტეინები:

სირტუინი
სირტუინი წარმოადგენს პროტეინის ფერმენტს, რომელიც ხელს უწყობს დაზიანებული უჯრედების აღდგენას. სირტუინს ბევრი უწოდებს „ახალგაზრდობის პროტეინს“. Avon-ის ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ANEW ULTIMATE Age Repair Day SPF 15, ფორმულირებულია სირტუინების სტიმულირებისთვის ჯანმრთელი და ახალგაზრდა უჯრედების წარმოსაქმნელად.

აქტივინი
აქტივინი წარმოადგენს ბუნებრივ პროტეინს, რომელიც კანის დაზიანების შემთხვევაში იწყებს აღდგენით პროცესს. სინამდვილეში ნაოჭები არის მხოლოდ მიკრო-ტრავმების სერია და სწორედ ამ ფაქტმა შთააგონა კომპანია Avon საფუძვლიანად შეესწავლა აქტივინი ხაზისთვის Reversalist. Avon-ის მეცნიერებმა აღმოაჩინეს თუ როგორ შეიძლება აქტივინის გამომუშავების სტიმულირება. გამოიყენება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ორი მცენარის – ამორფოფალუსისა და სესბანიას ექსტრაქტები. Avon-ის მიერ დაპატენტებული ტექნოლოგია Activinol წარმოდგენილია ხაზში ANEW REVERSALIST.

პაქსილინი
პაქსილინი წარმოადგენს კანის საკვანძო პროტეინს, რომელიც უზრუნველყოფს კანის უჯრედების ახალგაზრდული იერის შენარჩუნებას. ასაკთან ერთად ეს პროტეინი მცირდება. საბედნიეროდ, სამწლიანი კვლევების შედეგად, Avon-ის კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ტექნოლოგია Paxillium, რომელიც ფორმულირებულია 60%–მდე პაქსილინის გამომუშავების სტიმულირებისათვის. ხაზი ANEW PLATINUM განკუთვნილია 60+ ასაკის ქალბატონებისათვის და იგი კანს უბრუნებს ჯანმრთელ და ახალგაზრდულ იერს.













ხაზები, ტომრები და მოშვებული კანი
ასაკობრივ კანთან დაკავშირებული პრობლემების იდენთიფიკაცია.
გაწუხებს მზისგან გაჩენილი ლაქები? ბუსუსები? კანის სიმკვრივის დაკარგვა და გაუხეშებული კანის შეგრძნება? დროთა განმავლობაში სახის კანზე შეამჩნევ გარკვეულ პრობლემურ წერტილებს, მაგრამ საბედნიეროდ გამოსავალი არსებობს! გაიგე მეტი კანის დაბერების ზოგადი ნიშნებისა და მათი მინიმუმამდე დაყვანის გზების შესახებ.

კანის უხეში სტრუქტურა და არათანაბარი ტონი
როდესაც უკვე ამჩნევ, რომ კანის სტრუქტურა ხდება ნაკლებად გლუვი და მცირდება კანის ბზინვარება, ეს ნიშნავს იმას, რომ კანის უჯრედების განახლება ნელდება და ძველი, გამომშრალი უჯრედები რჩება კანის ზედაპირზე. ამავე დროს ფართოვდება ფორები, რაც ასაკთან ერთად იწვევს კანის მოდუნებასა და გაუხეშებას. იმისათვის, რომ თავიდან აირიდო ყოველივე ზემოთ აღნიშნული, ყოველდღიურად გაიწმინდე სახე დაწოლის წინ და აქტიურად ისარგებლე დამატენიანებელი კრემით. ასევე რეკომენდებულია მიმართო პილინგის საშუალებას ANEW CLINICAL, რათა მოიშორო კანის მკვდარი უჯრედები და ხელი შეუწყო მათ შემდგომ განახლებას.

ასაკობრივი ხაზები და ნაოჭები
ასაკობრივ ხაზებსა და ნაოჭებს ასაკთან ერთად იწვევს სახის მოძრაობები, როგორიცაა: ღიმილი, მოღუშვა, თვალების ჭუტვა და ტირილი - მიმიკები, რომლებიც გვეხმარება ვიცხოვროთ ემოციებით სავსე ცხოვრებით. ასეთი ხაზები ვითარდება დამოუკიდებლად, მაგალითად, ცხვირ-ტუჩის მიდამოში და რთულია აღნიშნულია თავიდან აცილება. მაგრამ არსებობს რამოდენიმე ხერხი, რომელსაც შეიძლება მივმართოთ: ზურგზე ძილი ხელს უშლის კანის ზედაპირზე ნაოჭების წარმოქმნას. გვერდზე ძილი იწვევს ასაკობრივი ხაზების გაჩენას ლოყებსა და ნიკაპზე, ხოლო სახით ქვემოთ ძილი – შუბლზე ნაოჭების წარმოქმნას.

ნუ დაიხეხავ სახეს, ვინაიდან ასეთი ქმედებით კანს მოშორდება დაცვისთვის აუცილებელი ბუნებრივი ზეთები.

მუქი ლაქები, ბუსუსები და პიგმენტური ლაქები
დროთა განმავლობაში შენი სახის კანის ტონი ხდება ნაკლებად თანაბარი და თავისუფლად შეიძლება შეამჩნიო ყავისფერი ლაქები ან ბუსუსები. ჭორფლისგან განსხვავებით, რომელიც სიმეტრიულია, კანის ფერის ასაკობრივი ცვლილებები (რომლებიც ასევე ცნობილია როგორც მზის ლაქები ან პიგმენტური ლაქები) უფრო შესამჩნევი და ხშირად ბევრად ასიმეტრიულია. სახლის პირობებში შენ შეგიძლია მიაღწიო ოპტიმალურ შედეგებს გამაღიავებელ შრატ NEW CLINICAL–ის მეშვეობით, რომელიც სწრაფად აღიავებს კანს, ამასთან ათანაბრებს რა მის ტონს. მასში წარმოდგენილი მუქი ლაქების საწინააღმდეგო ფორმულა ხელს უშლის პიგმენტების წარმოქმნას, ხოლო გამაღიავებელი გელი განკუთვნილია კანის მოდუნებული და მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად.

სიმკვრივისა და ელასტიურობის დაკარგვა
თუ ზოგადად კანში მცირდება კოლაგენისა და ელასტინის (პროტეინები, რომლებიც ხელს უწყობენ შემაერთებელი ქსოვილის ფორმირებას) გამომუშავება, შენი სახის კანი ნაკლებად მკვრივი და ელასტიური ხდება. მაგრამ შენ შეგიძლია ამ პროცესის შენელება თუ შეამცირებ მზეზე ყოფნის დროს, რაც წარმოადგენს კოლაგენის დაკარგვის უმთავრეს მიზეზს. თუმცა, შენ გაქვს შანსი მიმართო პროდუქტს, მაგალითად: შრატს ANEW CLINICAL Lift & Firm Pro, რომელიც ხელს უწყობს ამ ორი პროტეინის გამომუშავების აღდგენას. კანის გამამკვრივებელი პოლიმერების მეშვეობით, სპეციალურად შექმნილი ანტიგრავიტაციული გელი და პრო-გამამკვრივებელი მიკროსფეროები განკუთვნილია ელასტინის წარმოქმნის სტიმულირებისთვის.

მოდუნებული კანი და სიმკვრივის დაკარგვა
გრავიტაციის გავლენის შედეგად ირღვევა კანის ძირითადი სტრუქტურა. აღნიშნულს ემატება გენეტიკა, წონის ცვალებადობა და მზის აბაზანების გადაჭარბებულად მიღება. შედეგად კანი ლოყებზე კარგავს სიმკვრივეს, ხოლო ყბის კონტურები ნაკლებად მკვეთრი ხდება - ეს ყველაფერი მეტყველებს სახის კანის მოდუნებაზე. სცადე სახის კანის ლიფტინგის კრემი ANEW CLINICAL Thermafirm, რომლის უნიკალური ფორმულა აჩქარებს კოლაგენის გამომუშავებას. ტექნოლოგია Triple Sonic შეიქმნა კანის ფენების გამკვრივების ხელშესაწყობად: სამ დღეში უკვე შესაძლებელია შედეგების ხილვა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ასაკთან ერთად ჩნდება კანის დაბერების გარკვეული ნიშნები:

ტუჩების დეფლაცია
ასაკის მომატებასთან ერთად ტუჩებზე ჩნდება ნაოჭები: იგი კარგავს მოცულობასა და მკვეთრ კონტურებს. ეს შეიძლება წლების განმავლობაში მზეზე ხანგრძლივად ყოფნის, მოწევის დროს ტუჩების შეკუმშვის ან ზედმეტი სიმშრალის შედეგი იყოს. თუმცა, შენ შეგიძლია გამოასწორო სიტუაცია და შეებრძოლო სიბერის ნიშნებს. ყოველდღიურად ისარგებლე ტუჩის დამატენიანებელი კრემით. თვალისა და ტუჩის კრემი ANEW PLATINUM შექმნილი Paxillium ტექნოლოგიის საფუძველზე ხელს უწყობს ახალგაზრდა უჯრედების აღდგენას. აღნიშნული ფორმულა ავსებს ტუჩების გარშემო ღრმა ნაოჭებსა და კანს.

ზედმეტი სიმშრალე
ასაკთან ერთად ჩვენი კანი უფრო შრება, რაც გამოწვეულია ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობის ინტენსივობის შემცირებით. განსაკუთრებით მენოპაუზის შემდეგ ესტროგენის დონე იკლებს, რის შედეგადაც კანი შესამჩნევად მშრალი და თხელი ხდება. საპონმა და ცხელმა შხაპმა შესაძლოა უფრო გააძლიეროს კანის სიმშრალე. ყოველდღიურად გამოიყენე დამატენიანებელი კრემი. სცადე ემულსია ANEW PLATINUM, რომელიც დაეხმარება შენს კანს ტენიანობის ბალანსის აღდგენასა და 400%–ით შემდგომ დატენიანებაში.



ასაკის მატება და ციფრები
გასაოცარი ფაქტები, რომლებიც ყველა ქალბატონმა უნდა იცოდეს
  • მითი გაქარწყლებულია! ჩვენ არ ვიღებთ მზისგან გამოწვეულ ყველა მავნე შედეგს 18 წლამდე. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, სანამ სრულწლოვანებას მივაღწევთ (18 წლის ასაკს) ჩვენ ვიღებთ მხოლოდ მზის დაზიანების 23%–ს, ხოლო ყოველ შემდგომ 10 წელიწადში კიდევ 10%-ს. ასე რომ, ყოველთვის გამოიყენე მზის სხივებისგან დამცავი კრემი. წარმოგიდგენთ კომპანია AVON-ის მზისგან დამცავი საშუალებების ფართო სპექტრს, გამდიდრებულს ანტი-ასაკობრივი ინგრედიენტებით, მაგალითად: ANEW Solar Advance ტექნოლოგიით RepairShield&trade. ის არა მხოლოდ იცავს კანს სხივების მავნე ზეგავლენისაგან, არამედ ასევე აღადგენს და აუმჯობესებს სახის კანის მდგომარეობას და ებრძვის ნაოჭებს.

  • 1997 წლიდან მსოფლიოში ქირურგიული და არაქირურგიული კოსმეტიკური პროცედურების რაოდენობა გაიზარდა 5-ჯერ. ამ დარგის შესწავლის თანახმად, 2011 წელს აშშ–ში განხორციელდა 9 მილიონზე მეტი კოსმეტიკური ოპერაცია! ჩვენს ეპოქასა და საზოგადოებაში მუდმივად იზრდება სურვილი გამოიყურებოდე ახალგაზრდულად და შესაბამისად, იზრდება ანტი-ასაკობრივი ტაქტიკის პოპულარობა.

  • თავდაჯერულობას გააჩნია საკვანძო როლი ქალბატონების მომხიბვლელობაში. არ არის გასაკვირი, რომ მიმზიდველობა ასაკთან ერთად შეიძლება განვითარდეს, ვინაიდან გარკვეული ასაკის მიღწევამდე ქალბატონების უმრავლესობა არ აქცევს ყურადღებას თუ როგორი მაკიაჟი უხდება, კანის მოვლის რა საშუალებების გამოყენებაა უმჯობესი და უფრო ეფექტური - მოვლილი კანი თავდაჯერებულობის გაზრდის უტყუარი საშუალებაა.

  • 2005 წლის კვლევების თანახმად, ქალბატონების უმრავლესობა (57%) პირველ ასაკობრივ ნიშნებს ატყობს თვალის გარშემო კანზე.

  • ლამაზი და ახალგაზრდული იერის მქონე კანის მიღწევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა დატენიანება დამატენიანებელი კრემის გამოყენებით და არა ბევრი სითხის მიღების საფუძველზე. მრავალი დერმატოლოგიური კვლევა ცხადყოფს, რომ კანში წყლის შემცველობა დამოკიდებულია ასაკსა და გარემოზე. უბრალოდ ისარგებლე ANEW-ის ასაკის საწინააღმდეგო დამატენიანებელი კრემებით: Rejuvenate, Reversalist, Ultimate და Platinum.